მურთაზ ზოდელავა: არაფერია საშიში იმაში, რომ სპეცრაზმელს შეერკინები, შევერკინე და კვლავ საღსალამათი ვარ
არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ სპეცრაზმელს შეერკინები, შევერკინე და კვლავ საღსალამათი ვარ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკან დასახევი გზა არ არის.
„მინდა, რომ შემომხედოთ მე. არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ სპეცნაზელს შეერკინები. შევერკინე და როგორც ხედავთ საღსალამათი და ბრძოლისუნარიანი ვარ კვლავ, როგორც ქართველი ხალხი თავისი ბუნებით, უდრეკი და უღალატო ადამიანებით….
უკან დასახევი გზა არ არის, ჩვენ ვერ გავიღვიძებთ დამარცხებულები “, – განაცხადა ზოდელავამ.