შსს აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს – დაიშალონ
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, კვლავ გაისმის შსს-ს გამაფრთხილებელი მოწოდება, რომ დემონსტრანტები დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ ერთხელ უკვე მოუწოდა.
ათონელის რეზიდენციასთან საპოლიციო დანაყოფებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს და რკინის ჯებირები გაარღვიეს.
“მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები”, – წერია შსს-ს განცხადებაში.