ნარიმა ჰელიმიშის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
19 სექტემბერს, 17:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ნარიმა ჰელიმიშის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ნარიმა ჰელიმიში დიდი ლაზი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის შვილია.
ის დაიბადა 1949 წელის 6 აგვისტოს, რუსეთის ქალაქ ტომსკში, სადაც დევნისა და შევიწროების შემდეგ, ჰასან ჰელიმიში საბჭოთა წყობამ გადაასახლა.
ნარიმას ბავშვობაში დეიდა ნიგირიმ ქარგვა შეასწავლა. მოგვიანებით, როგორც მამის შემოქმედების დიდმა თაყვანისმცემელმა, მისი კომპოზიციების მოქარგვა დაიწყო და ახალი ხასიათი და სიცოცხლე მისცა ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრებს.
ნარიმა ჰელიმიში, თავად ძალიან საინტერესო შემოქმედი, არა ერთი გამოფენის ავტორი,ძალისხმევას არ იშურებს მამის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.