პუტინთან დაახლოებულმა კოზაკმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტი დატოვა
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას, რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა კოზაკის გადადგომა და აღნიშნა, რომ ის „საკუთარი ნებით“ წავიდა.
კოზაკი ვლადიმირ პუტინისთვის დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ახლო ფიგურად მიიჩნეოდა. მისი სახელი დაკავშირებულია უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესთან, თუმცა ბოლო წლებში ანალიტიკოსები მიუთითებდნენ მის გავლენის შემცირებაზე.
გავრცელებული ცნობებით, კოზაკმა შესაძლოა, კერძო სექტორში გადაინაცვლოს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.