ინდოეთში 15 წლის გოგონა მდინარეში ნიანგმა დაგლიჯა

ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ შტატ რაჯასტანში 15 წლის გოგონა მდინარეში ნიანგმა შეათრია და დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independent-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გოგონა ბარანის რაიონში, პარვატის მდინარის ნაპირზე წყლის ასაღებად მიდიოდა, როდესაც ქვეწარმავალი მოულოდნელად თავს დაესხა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ახლომდებარე მინდვრებში მომუშავე სოფლის მაცხოვრებლები თავდასხმის მოწმენი გახდნენ და გოგონას დასახმარებლად გაიქცნენ. რამდენიმე მათგანი მდინარეში ნავებით შევიდა, რათა ცხოველი შეეშინებინათ და გოგონა გადაერჩინათ, თუმცა მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა რამდენიმესაათიანი უშედეგო ოპერაცია, გვიან ღამით შეწყდა. დილით გოგონას ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს, მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

პოლიციის ცნობით, მის ცხედარს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, გარდა ხელებზე ღრმა ჭრილობებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნიანგის თავდასხმის დროს იყო მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები