„ნაცმოძრაობა“ ორ ფლანგად გაიყო – ერთია, ვინც რევოლუციას აანონსებს, მეორე, ვითომ, ვინც ამ რევოლუციას არცხვენს” – წილოსანი

„ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად გაიყო. ერთია, ვინც რევოლუციას აანონსებს, მეორე, ვითომ, ვინც ამ რევოლუციას არცხვენს”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველთვის სინქრონში მუშაობდა.

„გახარია საქართველოდან პატრონების პატრონაჟით არის გაქცეული და კითხვებს ემალება, რატომ მოხდა, რომ დროებით დაკარგული გვაქვს მილიონამდე კვადრატული ქართული მიწა. შორიდან როცა მოძღვრავს საკუთარ მრევლს და მაღალფარდოვან იდეებს ღაღადებს, შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც მას ოდესმე მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები