ეროვნული არქივის კინოთეატრი ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს
18-21 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ღონისძიება 18 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება ფილმით – „თეთრი ქარავანი“, რომელიც ელდარ შენგელაიამ რეჟისორ თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს გადაიღო.
19, 20 და 21 სექტემბერს მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „შერეკილები“ (1973), „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „მრავალჟამიერი/ტრილოგია“ (2022).
ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია