“მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შემხვედრ ნაბიჯს” – ირაკლი ჭეიშვილი

“მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შემხვედრ ნაბიჯს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით ურთიერთობის გადატვირთვისთვის. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე გადავალთ ურთიერთობის დარეგულირების გეგმაზე, რომელიც ოფიციალურად გაიწერება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, ჩვენმა ელჩმა გადასცა [დონალდ ტრამპს] ჩვენი პრემიერის, პრეზიდენტის გზავნილები, რომ ჩვენ ვართ ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის მზად“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები