რატი იონათამიშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურმა „ენჯეოებმა“ წინა დღეს დეზინფორმაცია გაავრცელეს ზუსტად იმისთვის, რომ შემდეგ ის სამხილები გაენადგურებინათ, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდებოდა მათი რეალური დაფინანსების შესახებ

,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პოლიტიკურმა „ენჯეოებმა“ წინა დღეს დეზინფორმაცია გაავრცელეს ზუსტად იმისთვის, რომ შემდეგ ის სამხილები გაენადგურებინათ, რომლის მიხედვითაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა მათი რეალური დაფინანსების შესახებ და იმის შესახებ, თუ ეს დაფინანსება რა საქმეს და რა პროცესებს ხმარდებოდა”, – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „საფარის“ მიერ არქივის უდიდესი ნაწილის განადგურების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში პოლარიზაციას, სიძულვილის ენას სწორედ ეს ორგანიზაციები აღვივებენ.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პოლიტიკურმა „ენჯეოებმა“ წინა დღეს დეზინფორმაცია გაავრცელეს ზუსტად იმისთვის, რომ შემდეგ ის სამხილები გაენადგურებინათ, რომლის მიხედვითაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა მათი რეალური დაფინანსების შესახებ და იმის შესახებ, თუ ეს დაფინანსება რა საქმეს და რა პროცესებს ხმარდებოდა. ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, როდესაც არიან პოლიტიკური „ენჯეოები“, რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვთ სამოქალაქო სექტორთან. ვინაიდან მათი ამოცანა მოქალაქეების ადვოკატირება და უფლებების დაცვა არ არის, მათი ამოცანაა მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მონაწილედ ყოფნა. ეს არის მათი მიზანი და ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში პოლარიზაციას, სიძულვილის ენასა და კამპანიას სწორედ ეს ორგანიზაციები უფრო მეტად აღვივებენ, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. ხან ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვენ, ხან ამ პოლარიზაცია სიძულვილის ენაში ეფლობიან.

ფაქტია, რომ ეს საქმიანობა ძალიან შორს არის სამოქალაქო უფლებების დაცვასთან, ადვოკატობასთან და ა.შ. ამიტომ, ის უსაფუძვლო ქმედებები და განცხადებები, რაც მათ აქვთ, ვფიქრობ არის ირიბი აღიარებითი ჩვენება სწორედ იმისა, რომ მათთან არაფერი გამჭვირვალე არ არის, განსაკუთრებით დაფინანსებისა და რეალური მიზნების, საქმიანობის შესახებ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები