ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში G7-ის სამიტზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G7-ის ლიდერების სპეციალურ შეხვედრაში – „ძლიერი და სუვერენული უკრაინა“.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი არაერთ შეხვედრას გამართავს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან.