შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მეტად გაძლიერების მიზნით დაგეგმილი რეფორმები განიხილა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორთან – ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებული ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების უფრო მეტად გაძლიერების მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ანგარიში მოისმინა.
გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.