ისრაელი ბინძურ სამუშაოს აკეთებს ყველა ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს. მხოლოდ დიდი პატივისცემა შემიძლია, გამოვხატო იმის მიმართ, რომ ამის გასაკეთებლად ისრაელის არმიას, ისრაელის ხელმძღვანელობას ჰქონდა გამბედაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ თვეების და წლების განმავლობაში დავაკვირდებოდით ამ რეჟიმის ტერორს, შესაძლოა, ხელში ბირთვული იარაღითაც კი“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.