ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების პოსტებზე: ადამიანები, რომლებსაც მორალი, ადამიანობა არ გააჩნიათ, ყველაფერზე წამსვლელები არიან
„ძალიან სახიფათო ძალაა და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ჩაუვარდეთ, რევანშისტული ძალაუფლებით დაბრუნებულები ამ ქვეყანას რას უზამენ ყველამ თავისით შეაფასოს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ირანის მაუწყებლის სტუდიის დაბომბვაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების პოსტებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ადამიანები, რომლებსაც მორალი, ადამიანობა არ გააჩნიათ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ რომ ერთი გრამი ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდეთ რას ჩაიდენდნენ წარმოიდგინეთ იქიდან გამომდინარე, რომ ძალაუფლების გარეშე ასეთი მოწოდებით გამოდიან. ტელევიზიების მიმართაც იმავეს ავლენენ. ეს მათი ხელწერა იყო. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კარგად გვახსოვს „იმედს“ როგორი სპეცოპერაციით შეუვარდნენ. მაგიტომ ვახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ძალიან სახიფათო ძალაა და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ჩაუვარდეთ, რევანშისტული ძალაუფლებით დაბრუნებულები ამ ქვეყანას რას უზამენ ყველამ თავისით შეაფასოს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“ და მათი ზოგი მხარდამჭერი ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დაბომბვის კადრებსაც აზიარებენ და მსგავს მდგომარეობას კონკრეტულ ქართულ ტელევიზიებს უსურვებენ.