ტრამპი: ზუსტად ვიცით, სად იმალება ირანის ე.წ. უზენაესი ლიდერი, არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა

ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. უზენაესი ლიდერი, არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მოთმინება იწურება.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. უზენაესი ლიდერი. ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდ არის – ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ან ამერიკელ ჯარისკაცებს ესროლონ. ჩვენი მოთმინება იწურება“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთ პოსტში წერს: „უპირობო დანებება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები