ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთზე ზეწოლის სტრატეგიებზე მუშაობდა, უკრაინასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი დახურა, რომელიც რუსეთზე ზეწოლის სტრატეგიებზე მუშაობდა – უკრაინასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით.

ამის შესახებ „როიტერი“ სამ ამერიკელი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ტრამპის მხრიდან კრემლის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის გამო, ჯგუფი უფრო მეტად კარგავდა მნიშვნელობას.

“როიტერის” ინფორმაციით, ადრე ამ სამუშაო ჯგუფის არსებობა გამჟღავნებული არ იყო. მათივე ინფორმაციით, უცნობია, იცოდა თუ არა თავად დონალდ ტრამპმა ამ ჯგუფის შექმნის ან დაშლის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები