მაჭარაშვილი – მამუკა ხაზარაძეზე: კითხვები არსებობს და ვნახოთ, ამჯერადაც თუ აარიდებს თავს პასუხისმგებლობას

“ბევრ რამეზე აქვს მას [მამუკა ხაზარაძეს] პასუხი გასაცემი, მათ შორის, 2012 წლამდე არსებულ პერიოდზე, როდესაც პირდაპირ მის ბანკს ასახელებენ, რომელიც მონაწილეობდა სამწუხაროდ იმ ოპერაციებში, რა ოპერაციების შედეგადაც ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა ჯანმრთელობა დაკარგა, ზოგმა ქონება, ზოგმა ყველაფერი ერთად და ა.შ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

“მათ შორის, არის კითხვები 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც. მაშინ, როდესაც სამწუხაროდ “ნაცმოძრაობის” ფილიალები დღემდე ღალატობენ საქართველოს. ასე, რომ კითხვები არსებობს და ვნახოთ, ამჯერადაც თუ ის აარიდებს თავს პასუხისმგებლობას. ეს იქნება ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დანაშაული და მეორე მხრივ, უკვე მორიგ ჯერზე დასტური იმის, რომ ის თავს არიდებს ქართული საზოგადოების კითხვებს, რომელიც არსებობს,” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები