საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უნგრელ კოლეგას შანდორ პინტერს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, უნგრეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან, შანდორ პინტერთან, ორმხრივ ფორმატში, შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას, სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის აქტიურად გააგრძელოს მუშაობა უნგრელ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს.
მხარეებმა ასევე, გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის შანდორ პინტერს მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს. ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ მთავრობათაშორისი სამიტის მეორე სხდომაში, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით იმართება.