ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძეს: ყველას შურს საქართველოსი – 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია

საქართველოსი შურს ყველას, ჩვენც გვშურს თქვენი – 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა, ამასთანავე, კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია, – ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევების გაზიარებას უნგრეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად გვჭირდება, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ევროპულ დელეგაციას – საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. საქართველოს მიღწევების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შედეგები არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. ეს, ალბათ, არ იყო იოლი. ჩვენც, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი, ასეთი შედეგი გვქონოდა. 2022 წელს, როდესაც გლობალური „მეინსტრიმ ლიბერალები” ცდილობდნენ, ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორც ახლაა, რა იქნებოდა. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს, ბრიუსელს. საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ეს ემოცია არის ჩვენთვის საერთო. ჩვენც გვინდა მსგავსი ეკონომიკური ზრდა, დრო მოვა და ჩვენც გვექნება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები