თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს.

მისი თქმით, ის და მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან.

„მეც დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. ეს იგივე დეპარტამენტია, საიდანაც ზარი მიიღო კოტემ დღის განმავლობაში. მათ მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა, თუმცა ბუნებრივია, მეც იგივე პასუხი გავეცი, რაც მათ კოტესგან მოისმინეს, რომ ჩვენ მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით. ჯერ დრო არ არის ცნობილი“, – განაცხადა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს და მასზე ძალადობა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები