ირაკლი კობახიძე: როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხადასაჭერად

უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხარდასაჭერად.

„პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ უნგრეთში თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენგან, ამას ძალიან აფასებს ქართველი ხალხი.

უნგრეთი არის და რჩება ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად. ჩვენთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უნგრეთისგან, პირადად თქვენგან ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის ხელისუფლებისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხადასაჭერად. ამისთვის თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და თქვენს მთავრობას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები