ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 80 წლისაა
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 80 წლისაა. საქართველოს კულტურის სამინისტრო ულოცავს „სუხიშვილებს“ საიუბილეო წელს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
„1945 წლის 11 ივნისს, ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსებულმა დასმა სახელმწიფო ანსამბლის სტატუსით პირველი კონცერტი გამართა.
დღეს ქართულ ნაციონალურ ბალეტს სათავეში უდგანან მისი შთამომავლები – უმცროსი ილიკო და ნინო სუხიშვილები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ დიდი ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის დაწყებულ საქმეს.
ქართულ ნაციონალურ ბალეტს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ და საკონცერტო სცენებზე გამართულ ბალეტის წარმოდგენებს მილიონობით მაყურებელი დაესწრო“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.