ვიქტორ ორბანი: საქართველოსთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რადგან საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად ვითარდება

საქართველოსთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რადგან საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის საქართველოში საავიაციო ბაზრის ლიდერი 28 მიმართულებით დაფრინავს საქართველოს ჰაბიდან, მოხსნა ყველა რეკორდი და პირველად ისტორიაში, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა მისმა მაჩვენებელმა.

„ჩვენ ასევე გავზარდეთ ტვირთბრუნვა და ვაჭრობა საქართველოსთან. ფარმაციული პროდუქცია საქართველოში ჩვენგან გადის ექსპორტით. ჩვენ თანამშრომლობას ვავითარებთ ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ გაგვაჩნია ერთობლივი კომიტეტები და არის 5 ქვეყნისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რის შედეგადაც ხუთივე ქვეყანა ცდილობს, რომ მწვანე ელექტროენერგია, რომელიც კავკასიაში იწარმოება, შემოვიდეს უნგრეთში და ჩვენგან შევიდეს ევროკავშირში. ამ პროექტის ფარგლებში ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობის ენერგეტიკა კიდევ უფრო გავზარდოთ, განვავითაროთ. უკრაინელებმა გადაკეტეს ყველა არხი ენერგეტიკის მიწოდებისა ევროკავშირის მიმართ, ამ პირობებში, ეს ჩვენი ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი მარშრუტი იქნება ეკონომიკური საქმიანობისთვის ძალიან ძლიერი. მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალშიც გვექნება ქართველ მეგობრებთან ერთად. არაერთ პროექტს განვახორციელებთ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები