რუსეთმა უკრაინის შესახებ მემორანდუმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა

რუსეთმა უკრაინის შესახებ მემორანდუმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ძირითადი დებულებები ასეთია:

  • ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად საერთაშორისო-სამართლებრივ დონეზე აღიარება;
  • უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარის თქმა;
  • უკრაინის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა;
  • უკრაინისთვის არაბირთვული სტატუსის მინიჭება;
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენა;
  • რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა;
  • რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის ეკლესიის საქმიანობის შეზღუდვების მოხსნა, ნაციზმის განდიდების აკრძალვა;
  • უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების თანდათანობითი აღდგენა;
  • სამხედრო ოპერაციებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე ორმხრივი უარის თქმა;
  • ოჯახებისა და იძულებით გადაადგილებული პირების გაერთიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

ცეცხლის შეწყვეტის ორი ვარიანტი:

ვარიანტი 1:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიებიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან.

ვარიანტი 2 (პაკეტი):

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახლა განლაგების აკრძალვა; მობილიზაციის შეწყვეტა და დემობილიზაციის დაწყება;
  • მესამე ქვეყნების სამხედრო მზადყოფნის გამორიცხვა;
  • კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების შეჩერება;
  • კიევის უარი რუსეთის წინააღმდეგ დივერსიის განხორციელებაზე;
  • პოლიტიკური პატიმრების ორმხრივი ამნისტია და დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება;
  • უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმება;
  • არჩევნები უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს ასი დღისა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა ჩირაგანის სასახლეში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები