კახა კალაძე ევრობარომეტრის კვლევაზე: როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება
„მაშინ, როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს და რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევრობარომეტრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირდა.
„სულ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი და ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს გაიგებს, სწორ ანალიზს გააკეთებს: მაშინ, როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას ქადაგებდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. ნამდვილად არ მიკვირს ის შედეგები, რაზეც ახლა საუბრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.