რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ფხენიანში კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ჩავიდა
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება, სადაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, შოიგუ ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით ჩავიდა. დღის წესრიგში მიმდინარე საკითხები, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება იქნება განხილული.
მედიის ცნობით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ბოლო წლებში უფრო დაახლოვდნენ. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები იბრძოდნენ.