ბათუმში მასშტაბურ დასაქმების ფორუმი გაიმართა

ბათუმში მასშტაბურ დასაქმების ფორუმი გაიმართა. როგორც ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ 70-ზე მეტი კომპანიის 2000-ზე მეტ ვაკანსიას — როგორც სეზონური, ასევე გრძელვადიანი დასაქმების მიმართულებით.

„ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო, დისტრიბუციის, სამრეწველო, სატრანსპორტო, საზღვაო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, ფარმაციისა და განათლების სფეროებიდან.

ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ხაზი გაუსვეს იმ შესაძლებლობებს რომელსაც დასაქმების ფორუმი იძლევა ორივე მხარისთვის.

ფორუმის პირველი ნაწილი სტუდენტებისთვის დაეთმო საჯარო ლექციას, სადაც ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტმა ზაზა ქოიავამ ახალგაზრდებს გასაუბრებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის შესახებ პრაქტიკული რჩევები გაუზიარა.

აჭარის დასაქმების ფორუმი უკვე მეექვსედ გაიმართა და ტრადიციულად დაემთხვა საზღვაო სეზონის გახსნას. მისი მიზანი იყო მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო დამსაქმებლებისთვის — კადრების შერჩევის პროცესის გამარტივება.

ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის თანამშრომლობით გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები