კახა კალაძე: ჩემთვის წმინდა გიორგის ორდენზე წარდგენა არის დაფასება იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, რაც როგორც ფეხბურთელმა გავიარე

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძემ აღნიშნულ ორდენზე წარდგენა მიულოცა კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასა და ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასაც.

„პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ამ უდიდეს გამარჯვებას. აქვე მინდა მას და ზაზა ფაჩულიას მივულოცო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ჩემთვისაც დიდი პატივია აღნიშნული ჯილდოს მიღება, რადგან ეს არის ჯილდო იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, 90-იანი წლების პატარა ბიჭის მიერ ჩაფიქრებული ოცნების ასრულების. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, როგორც ფეხბურთელს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მეთამაშა და წარმატებული კარიერა მქონოდა.

მინდა პრემიერ-მინისტრს ამ დაფასებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მადლიერება მის მიმართ.  ირაკლი კობახიძე ქართული ფეხბურთის ძალიან მაგარი გულშემატკივარია და კარგად ერკვევა ამ სფეროში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები