სსფ – საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია
„საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მოგებიანია. სსფ-ს 2021 წლის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციების განხორციელება თითქმის დასრულებულია. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს თავისი ხანგრძლივი დედოლარიზაციის პოლიტიკის განხორციელებას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად,” – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში.
სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ მუდმივი სიფრთხილე და რეფორმები დაეხმარება ფინანსური სექტორის წინაშე დიდი ხნის განმავლობაში არსებულ და ახალი რისკების აღმოფხვრას.
„სტრუქტურული რეფორმები საჭიროა მაღალი ზრდის შესანარჩუნებლად, ზრდის მეტი ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. არცერთი რისკი ამ ეტაპზე სისტემურად არ შეფასებულა, მაგრამ მუდმივი ახალი მონიტორინგი აუცილებელია.” – აღნიშნულია რელიზში.
IMF – ის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით 2025 წლის IV მუხლის კონსულტაციის ფარგლებში თბილისში 21 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აწარმოებდა დისკუსიებს.