„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა იმერეთში სამელიორაციო ობიექტები დაათვალიერა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის სამელიორაციო სისტემებს გაეცნო და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.

საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გიგლა თამაზაშვილმა სარწყავი სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია; გენერალურმა დირექტორმა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართულად მუშაობის საკითხებზეც იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, იმერეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 32 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. ექსპლუატაციის ფარგლებში, მოწესრიგდა და გაიწმინდა 1 078 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 1 555 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდა 12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 270 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებულია 3385 ჰექტარი სავარგული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები