ლევან მაჭავარიანი შალვა პაპუაშვილის წერილზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ევრო ბიუროკრატები არიან აბსოლუტურად სხვა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს გამოეხმაურა.
,,რეაგირება თუ არ ექნება ამასთან დაკავშირებით არც ევროკავშირის ელჩს, არც დიპლომატიურ კორპუსს, არც ევროკავშირს, არც ფონდ EED – ის და ა.შ., ეს ყველაფერი მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და იწვევს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ამ გაერთიანებას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ევრო ბიუროკრატები არიან აბსოლუტურად სხვა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილ წერილს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.
,,დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ”, – წერს პაპუაშვილი წერილში.