ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის გამოსაშვები საღამო გაიმართა

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის გამოსაშვები საღამო გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საღამოზე ბაიერის ბალეტიდან „თოჯინების ფერია“ შესრულდა ნაწყვეტი – თოჯინების მაღაზიაში გაცოცხლებული თოჯინების მხიარული მეჯლისი, სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით, ასევე, ლუდვიგ მინკუსის ბალეტი „პახიტა“, მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიითა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით. წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები სხვადასხვა ბალეტებიდან.
სამმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობდნენ საბალეტო სასწავლებლის ყველა კლასის მოსწავლეები.
გამოსაშვებ საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები