დონალდ ტრამპს ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენს გარეშე არ მიეღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ტრამპს მოუწოდა, განიხილოს ახალი სანქციების დაწესება და გამოიყენოს ისინი, თუ რუსეთი ომის გაგრძელებას დაუჭერს მხარს.
„პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა თავისი ტერიტორიებიდან ჯარებს არ გაიყვანს.
„ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.