გია ვოლსკი – 17 მაისის ღონისძიებაზე: იქ ძალიან ბევრი ათეისტიც შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც მიაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ფასეულობა, რომელსაც პატივი უნდა სცე

იქ ძალიან ბევრი ათეისტიც შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც მიაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ფასეულობა, რომელსაც პატივი უნდა სცე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ 17 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არ არის მხოლოდ ის თემა, რაც რელიგიურ საკითხებს უკავშირდება – იქ ძალიან ბევრი ათეისტიც შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც მიაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ფასეულობა, გარკვეული პრინციპი, რომელსაც რასაკვირველია, ქედი უნდა მოუხარო, პატივი უნდა სცე, რადგან საქართველოს უსაფრთხოება დგას ერთ-ერთ უძლიერეს, ფუნდამენტზე, რასაც ჰქვია ტრადიციული ოჯახური“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები