კრემლში აცხადებენ, რომ პუტინსა და ტრამპს ტელეფონის გათიშვა არ სურდათ
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იშვიათად ხდება ისეთი საუბრები, როდესაც არცერთ ლიდერს არ სურს საუბრის დასრულება და ტელეფონის გათიშვა.
„იშვიათია ასეთი ხანგრძლივობის საუბრები, როდესაც ორივე პრეზიდენტს, არცერთ მათგანს არ სურდა საუბრის დასრულება, არ სურდა, ასე ვთქვათ, ტელეფონის გათიშვა“, – განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. რუსეთის ლიდერის თქმით, ის ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.