აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერ-რიადში სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარას შეხვდა.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, ორი ლიდერის საუბარი, დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდა.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და აჰმედ ალ-შარას შეხვედრას ონლაინ ფორმატში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ 2000 წლის შემდეგ ეს ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრაა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის.