ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ

დიდი ბრიტანეთი უკრაინას, დაახლოებით, 585 (450 მილიონი ფუნტის) მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას დაუმტკიცებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის დასახმარებლად 4.5 მილიარდის ღირებულების პაკეტიდან გაერთიანებული სამეფო 350 მილიონ გირვანქას გამოყოფს, ხოლო დარჩენილ ნაწილს ნორვეგია დააფინანსებს.

ახალი პაკეტი უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას, ასევე რადარულ სისტემებს, ნაღმებსა და ასობით ათას დრონს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები