ალექსანდრ სირსკი – რუსმა სამხედროებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა რეალურად უკვე დაიწყეს
რუსმა სამხედროებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა, ფაქტობრივად, დაიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს.
„შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია და ეს შეტევა ფაქტობრივად უკვე დაიწყო. რადგან უკვე რამდენიმე დღეა, თითქმის ერთი კვირაა, ჩვენ ვაკვირდებით მტრის შეტევითი მოქმედებების გაორმაგებას თითქმის ყველა მიმართულებით.
მტერი აგრძელებს სტრატეგიულ შეტევითი ოპერაციას ჩვენი ტერიტორიის ხელში ჩაგდების, ჩვენი ჯარების დამარცხების, ქვეყნის სიღრმეში წინსვლისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების, ასევე ხერსონისა და ზაპორიჟის რეგიონების ნაწილების სრულად დაკავების და ხარკოვის, სუმისა და ჩერნიხივის რეგიონებში ბუფერული ზონის შექმნის მიზნით”,- განაცხადა სირსკიმ.
მისივე თქმით, ყველა მოლაპარაკების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან მხოლოდ შეტევითი მოქმედებების ინტენსივობის ზრდა შეინიშნება.