მარიამ ლაშხი სერბეთში ვიზიტზე: ეს ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის მზარდ თანამშრომლობასა და საერთო ინტერესს ევროინტეგრაციის პროცესში
,,ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის მზარდ თანამშრომლობასა და საერთო ინტერესს ევროინტეგრაციის პროცესში”,- ამის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა, ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სერბეთისგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, მნიშვნელოვანია გაზიარება იმ ინფორმაციის, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მათ განსაკუთრებით საკანონმდებლო მიმართულებით გადადგეს.
„შესაბამისად, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში გვექნება შეხვედრები ძირითადი კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან.
ასევე, დაგეგმილი გვაქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, რომელზეც ხაზგასმული იქნება ორმხრივი თანამშრომლობები და კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის კუთხით“, – აღნიშნა ლაშხმა.