კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს უკრაინის კრიზისზე იმსჯელებს

  როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსმენმა სოციალურ ქსელ ტვიტერში საკუთარ გვერდზე დაწერა, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს წესდების მე-4 მუხლის საფუძველზე, პოლონეთის თხოვნით იკრიბება. ცნობისთვის, ნატოს წესდების მე-4 მუხლის…

იანუკოვიჩმა პუტინს უკრაინაში ჯარების შეყვანა სთხოვა

  ექსპრეზიდენტმა უკრაინაში „სამართლიანობის აღდგენა“ უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების დახმარებით სცადა. ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 1 მარტს წერილით მიმართა, რომელშიც ის მეზობელი ქვეყნის პირველ პირს უკრაინაში ჯარის…

ეუთო უკრაინაში მონიტორინგის სპეციალურ მისიას გააგზავნის

  ეუთო უკრაინაში  მონიტორინგის სპეციალურ მისიას გააგზავნის. გადაწყვეტილება ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. "დღეს განვიხილეთ წინადადება უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის შესახებ, რამაც ფართო მხარდაჭერა მიიღო", - განაცხადა…

ბარაკ ობამა: ეს ყველაფერი შესაძლოა რუსეთს ძვირი დაუჯდეს

  აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დასახმარებელი ზომები უმოკლეს ვადებში მიიღოს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, თუ რუსეთი არ შეიცვლის კურსს, აშშ მზად არის, განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ…

ჯონ მაკკეინმა CNN- ის ეთერში უკრაინასა და საქართველოზე ისაუბრა

  ჯონ მაკკეინმა „სი-ენ-ენ“-ის ეთერში უკრაინის მოვლენებზე ისაუბრა. სენატორმა რამდენჯერმე საქართველო და 2008 წლის ომიც ახსენა და აღნიშნა, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება საქართველოში ბუშის ადმინისტრაციის უმოქმედობამ გამოიწვია. მან…

აშშ რუსეთთან ყველა სახის სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს

  ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ყველა სახის სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს. განცხადება ამის შესახებ პენტაგონში გააკეთეს. შეჩერებულია ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ასევე - ორმხრივი კონფერენციები და დაგეგმილი მოლაპარაკებები. შეწყდა…

უკრაინელმა სამხედროებმა ვლადიმერ პუტინის საუბარი „მიიტაცეს“

  რუსეთი უკრაინის სამხედრო ძალების საბრძოლო მოქმედების პროვოცირებას ცდილობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე ვოლნისკოვის ოლქის სამხედრო კომისრის მოადგილემ სასწავლო საქმეებში, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ბონდარუკმა განუცხადა. ბონდარუკის…

მიხაილ ლებედი: ვიქტორ იანუკოვიჩი გულის შეტევით გარდაიცვალა

   ევრომაიდნის ერთ-ერთი აქტივისტი მიხაილ ლებედი ფეისბუქის პირად გვერდზე უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ლებედის თქმით, იანუკოვიჩი წუხელ ღამით, 23:00 საათზე, როსტოვის კარდიოცენტრში…

რა სანქციებს დააკისრებს ევროკავშირი რუსეთს?

  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ბრიუსელში საგანგებო სხდომა გამართეს. ყირიმში კრიზისის აცილებისათვის ევროპელმა დიპლომატებმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების…

პუტინი: წვრთნებში მონაწილე სამხედროები დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წვრთნებში მონაწილე სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება გასცა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება. პესკოვის თქმით,…