სტუდენტებმა მშვიდობის ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს ევროპის მოედანზე აპროტესტებდნენ, მსვლელობით მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს, საიდანაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. ადგილზე ისმოდა შეძახილები: “არა რუსულ კანონს”, “საქართველოს გაუმარჯოს”, “სად მივდივართ? – ევროპაში!”.

ცნობისთვის, 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები