ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მართავენ
„ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ – ამ მოწოდებით თბილისში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მართავენ.
აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შეკრული. მათ თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.
ცნობისთვის, 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.