გორის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მკვლელობა მოხდა - მოკლულია 50 წლამდე ასაკის ქალი.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.