დავით ქართველიშვილი – ტრამპის განცხადებებზე: სოროსი… ბლინკენი… ჩეინი… კინზინგერი – უილსონს ველოდები და „დიფ სთეიტის“ ფროილაინთა დანარჩენ წარმომადგენლებს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ ამერიკული პოლიტიკის ცალკეული წარმომადგენლის მიმართ გაკეთებულ შეფასებებს. კერძოდ იმას, თუ როგორ დაახასიათა აშშ-ს პრეზიდენტმა ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი. ტრამპმა პირველს „კატასტროფა“, მეორეს კი, „მტირალა მთვარეული“ უწოდა.
„ფრანგულ კინოფილმ „ანჟელიკა და მეფე“-ში ნაძირალა უფლისწულის ამალა, რომლებსაც პედოფილები და ცისფერები შეადგენდნენ – პატარა ბიჭუნაზე იძალადებს და მოკლავს მას. ამ მკვლელობის მოწმე ანჟელიკას მიერ გადარჩენილი პოეტი ყოველდღიურად ლექსად ამხელს ამ დანაშაულის თითო მონაწილეს.
ტრამპის ქმედებებმა შემახსენეს ეს ეპიზოდი. სოროსი…ბლინკენი…ჩეინი…კინზინგერი – უილსონს ველოდები და „დიფ სთეიტის“ ფროილაინთა დანარჩენ წარმომადგენლებს. სანამ „ტუზებამდე“, სადამ „უფლისწულამდე“ არ მივალთ. „ანჟელიკაში“ პოეტს ბოლო ლექსს არ დააწერინებენ – მოკლავენ. ტრამპს გამძლეობა და საქმის ბოლომდე მიყვანა ვუსურვოთ!“ – წერს დავით ქართველიშვილი.