ევროკომისიის პრეზიდენტი – აშშ-სთან ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის ვიდგებით ჩვენს პრინციპზე

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ურთიერთობები აშშ-სთან პრაგმატული იქნება, თუმცა ევროკავშირი თავის ინტერესებს დაიცავს.

„ჩვენ გვინდა მეტი თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამისთვის ღიაა. ეს მოიცავს ჩვენს უახლოეს პარტნიორებს. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, აშშ-ს. არცერთი ეკონომიკა მსოფლიოში არ არის ისე ინტეგრირებული, როგორც ჩვენ ვართ. ევროპულ კომპანიებში, აშშ-ში დასაქმებულია 3,5 მილიონი ამერიკელი. კიდევ მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირ დამოკიდებულია ევროპასთან ვაჭრობაზე. ჩვენს შორის ვაჭრობის მოცულობა 1,5 ტრილიონ ევროს შეადგენს, რაც გლობალური ვაჭრობის 30%-ს წარმოადგენს. ორივე მხარისთვის ბევრი რამ დევს სასწორზე.

ასე რომ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ადრეული ჩართულობა, საერთო ინტერესების განხილვა და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის ვიდგებით ჩვენს პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები – ეს არის ევროპული გზა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები