ტრამპი პირობას დებს, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ჩაატარებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც კი 20 იანვარს მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას დაიწყებს.

„ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველ დღეს, ხელს მოვაწერ აღმასრულებელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რომ დავკეტოთ ჩვენი საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და შევაჩეროთ შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. იმავე დღეს, დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის განმავლობაში პირობას დებდა, რომ აშშ-ში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტების წინააღმდეგ მასობრივი დეპორტაციის კამპანიას ჩაატარებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები