“ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამაიმუნა და გადაგდო” – ლევან ნიკოლეიშვილი

ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამაიმუნა და გადაგდო, თან მერამდენედ, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ხელმარცხნივ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო გახლავთ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, სალომე ზურაბიშვილის გამო უბრაზდება, ხელმარჯნივ კი თავად სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც დღევანდელ აქციაზე ხელისუფლებას მოუწოდა ამ ერთი კვირის განმავლობაში მასთან (ორბელიანების სასახლეში) მივიდნენ და ახალი არჩევნების თარიღზე შეუთანხმდნენ.

ეს ნატალი ლუზო ევროპარლამენტში კიდევ იქნება და ათას სისულელეს იტყვის კიდევ, ნეტავ ვის ანაღვლებს ან ვინ უსმენს. აი, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თვითონაც ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა ეს სამართალდამცავები იქნებიან, რომლებიც თავაზიანად სთხოვენ დატოვოს პრეზიდენტის სასახლე. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამაიმუნა და გადაგდო, თან მერამდენედ. ყველამ კარგად გაიხსენოს სალომეს თუნდაც ერთი სიტყვა ან “მუქარა” რაც მან შეასრულა, 29 დეკემბრიდან კი საბოლოოდ განულდება !!!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები