შალვა პაპუაშვილი: თქვენ თუ შეხედავთ აშშ-ში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნებს და საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს შეადარებთ, ნახავთ, რამდენად მძიმეა აშშ-თან დაკავშირებით მათი ცალკეული შეფასებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რა აჩვენა ეუთო/ოდირმა აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

„თქვენ თუ შეხედავთ ეუთო/ოდირის დასკვნებს და საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნას შეადარებთ, ნახავთ, რამდენად მძიმეა აშშ-თან დაკავშირებით მათი ცალკეული შეფასებები. მე წაგიკითხეთ მაგალითად, ამონარიდი ძალადობასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენთან საუბრობენ, სულ რამდენიმე კვირის წინ აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „კამპანია გამოირჩეოდა აგრესიული, კონფრონტაციული, წამქეზებლური რიტორიკით და შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები. მათ შორის, ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა“ – ეს წერია აშშ-თან დაკავშირებით ამ დასკვნაში და ასევე სხვა საკითხები. მათ შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ელექტრონულ არჩევნებზე, შეგახსენებთ, რომ აშშ-თან დაკავშირებით, შუალედური არჩევნების დროს დასკვნაშიც იყო მითითებული, რომ შტატების დიდ რაოდენობაში არ არსებობს „ქაღალდით მიდევნების შესაძლებლობა“ ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებზე.

იცით, ჩვენთან ბიულეტენები არის ქაღალდის და შემდეგ ის ითვლება, წინა ანგარიშს რომ შევხედოთ, აშშ-ში იყო შტატების დიდი რაოდენობა, სადაც ჩვეულებრივად ელექტრონულად არის ასახული ეს არჩევანი, თან ისე, რომ აუდიტის ჩატარების შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. ანუ, არანაირი შემდგომი გადამოწმება, აუდიტირება და მტკიცებულებები არ არსებობდა.

ამის ფონზე, როდესაც საუბრობენ ცესკოს მხრიდან მართლაც და კარგად ჩატარებულ არჩევნებზე – რაც შეეხება ელექტრონულ მთვლელებსა და რეგისტრატორებს, რა თქმა უნდა, ეს არა სერიოზულია. ამდენად, მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის ანგარიშები წავიკითხოთ ზუსტად ამ კონტექსტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები