პაველ ჰერჩინსკი: იმედი ვიქონიოთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არ იქნება მიღებული და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა არ მოგვიწევს

“ხმამაღლა და ნათლად ვთქვით, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ გზა იქნება ნაპოვნი, რომ ეს კანონი გაწვეულ იქნეს ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არ იქნება მიღებული და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა საჭირო არ გახდება.

“ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს თავისი იურიდიული მოსაზრება წარედგინა. ძალიან მალე ველით ამ იურიდიული მოსაზრების გამოქვეყნებას, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო პროცედურები იქნება ნაპოვნი, რათა ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ იქნეს მიღებული.

რაც შეეხება მოვლენების შესაძლო ნეგატიურ განვითარებებს, ძალიან მწყდება გული, რომ საერთოდ მისვამთ ამ კითხვას. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ საქართველო წარმატებულია, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს ევროკავშირში წევრობისკენ მის გზაზე, რაც ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ასე რომ, ამ მომენტისთვის იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა არ მოგვიწევს”, – აცხადებს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები