“ჩვენი ხალხის წინაშე გავიმარჯვე და ქართველი გულშემატკივარი გავახარე – ვულოცავ ყველას” – გურამ თუშიშვილი
„ძალიან გახარებული ვარ, მესამედ გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა. ჩვენი ხალხის წინაშე გავიმარჯვე და ქართველი გულშემატკივარი გავახარე – ვულოცავ ყველას”, – ამის შესახებ ევროპის ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი “პირველ არხთან” საუბრისას აცხადებს.
როგორც ის ამბობს, გუნდში კარგი მდგომარეობაა და ეს ისტორიული შედეგიც ამის დადასტურებაა.
“მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეცდებით, ოქროს მედლები მოვიპოვოთ, იქიდანაც გახარებული ჩამოვიდეთ და ქომაგებიც გავახაროთ“, – აღნიშნავს თუშიშვილი.
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.