გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში  მეტოქე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ამასთან, თუშიშვილმა საქართველოს ნაკრებს  მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები